ბაკალავრიატში სამწლიან სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის შემუშავდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები პროგრამების მიხედვით.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ სასწავლო გეგმებს აქ.
სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმაზე ა.წ. 10 სექტემბერს, 15:00 საათზე, 11 სექტემბერს 16:00 საათზე და 14 სექტემბერს 15:00 საათზე.
ზუმის ბმულს გაგიზიარებთ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე.